ახალი ამბები

შეცდომა კი არ იყო, პრობლემა იყო – მერაბიშვილი „იმედის“ დარბევაზე

26 აპრილი, 2020 • 3274
შეცდომა კი არ იყო, პრობლემა იყო – მერაბიშვილი „იმედის“ დარბევაზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ვანო მერაბიშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაზე ამბობს: „შეცდომა კი არ იყო, პრობლემა იყო“.

მერაბიშვილმა „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მიაჩნია, 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმი არ უნდა შესულიყო.

თუმცა მან თქვა, რომ 7 ნოემბრის მოვლენებზე მაშინდელმა პრეზიდენტმა და მთავრობა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.

„იმის გამო გადადგა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდ გამოსულიყო… მთავარი არის იმედში შესვლა. მთავარი მონაპოვარი, რაც არის თავისუფალი მედია დემოკრატიულ მედიაში, ამას უნდა ძალიან მოფრთხილება. პრეცენდენტი ტელევიზიაში შესვლის იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისათვის. მე კი არ ვიძახი, რომ შეცდომა იყო, პრობლემა იყო“, — თქვა მან.

ინტერვიუში ასევე ახსენეს ბადრი პატარკაციშვილი და მერაბიშვილმა თქვა, რომ „პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა იმედი და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი