ახალი ამბები

ერთ დღეში საგანგებოს დარღვევისთვის 132 პირი დააჯარიმეს

26 აპრილი, 2020 • 786
ერთ დღეში საგანგებოს დარღვევისთვის 132 პირი დააჯარიმეს

26 აპრილი — შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3,000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

შსს-ს თანახმად, გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო შემდეგი შემთხვევები:

75 — კომენდანტის საათის დარღვევისთვის;
33 — საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის;
24 — მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის;

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდანაა გამოცხადებული. 21 აპრილს ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. ამ დროისთვის, 27 აპრილამდე, ავტომობილებით გადაადგილება მოქალაქეებისთვის აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/272440/

მასალების გადაბეჭდვის წესი