ახალი ამბები

Covid-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა – 83 წლის კაცი

26 აპრილი, 2020 • 1516
Covid-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა – 83 წლის კაცი

მთავრობის ვებგვერდის, StopCov.ge-ს ცნობით, საქართველოში Covid-19-ით კიდევ ერთი, მე-6 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც გულის სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა.

ლევან რატიანის თანახმად, მას ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა — გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, „ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი“.

„მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.

[მასალა დეტალებით განახლდება].

26 აპრილის დილის 12:00 საათის მონაცემებით, სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 4928
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი