ახალი ამბები

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 200 ათასს გადააჭარბა

25 აპრილი, 2020 • 913
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 200 ათასს გადააჭარბა

COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 200 000-ს გადააჭარბა.

25 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 2 890 892 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 824 845 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 501 კი გარდაიცვალა.

სტატისტიკის თანახმად, 1 მილიონ 864 ათასი აქტიური შემთხვევიდან უმრავლესობა, 97% (1 806 414 ინფიცირებული) მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, 3% (58 132) კი მძიმე ან კრიტიკულია.

ქვეყნების მიხედვით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია:

  1. შეერთებულ შტატებში – 945 249 (აქედან გარდაცვლილია 53 243)
  2. ესპანეთში – 223 759 (გარდაცვლილი – 22 902)
  3. იტალიაში – 195 351 (გარდაცვლილი – 26 384)
  4. საფრანგეთში – 161 488 (გარდაცვლილი – 22 614)
  5. გერმანიაში – 155 418 (გარდაცვლილი – 5 805)

ჩინეთი, საიდანაც ახალი კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობით (82 816) მეცხრე პოზიციაზეა და დღეს მხოლოდ 12 ახალი შემთხვევა აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, 25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევაა და 5 – გარდაცვლილი. 139 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი