ახალი ამბები

შვედეთში კორონავირუსი 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 აპრილი, 2020 • 2052
შვედეთში კორონავირუსი 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა

The Guardian-ის ინფორმაციით, შვედეთში დაფიქსირდა კორონავირუსით დღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. როგორც გამოცემა წერს ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსის 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი დღეს, 24 აპრილისთვის 17 567 შეადგინა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ პლანეტა მოიცვა, შვედეთი დასავლურ დემოკრატიებს შორის ის გამონაკლისი აღმოჩნდა, სადაც იზოლირების თვალსაზრისით მცირე შეზღუდვები მოქმედებს.

დღესვე ქვეყანამ კორონავირუსით გარდაცვალების 131 შემთხვევაზე გაავრცელა ინფორმაცია. ჯამში, შვედეთში Covid-19-ს 2 152 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება საქართველოს, 19:42 საათისთვის საქართველოში კორონავირუსის  431 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 132, გარდაცვლილია 5 ადამიანი. 

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი