ახალი ამბები

ჩაკეტილ ქალაქებს შორის მიმოსვლა 2 დღით, გამონაკლისის სახით აღდგება – გახარია

24 აპრილი, 2020 • 2780
ჩაკეტილ ქალაქებს შორის მიმოსვლა 2 დღით, გამონაკლისის სახით აღდგება – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ჩაკეტილ ქალაქებს შორის გადაადგილდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებს. ამის შესახებ მან დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ორშაბათიდან [27 აპრილიდან] ყველანაირი შეზღუდვის მოსსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ეს შეზღუდვები შენარჩუნდება.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ შეზღუდვები ისევ აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობასა და ქალაქების ჩაკეტვაზე”, – თქვა გახარიამ.

27 აპრილს სრულად იხსენება შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპირილს დღის 12:00 საათიდან დაწესდა. მანამდე, 15 აპრილს, ჩაიკეტა საქართველოს 4 დიდი ქალაქი: თბილის, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, სადაც შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი