ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა და პრემიერად ანქვაბი დანიშნეს

24 აპრილი, 2020 • 1757
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა და პრემიერად ანქვაბი დანიშნეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც წინა პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ იყო დაკომპლექტებული, დღეს, 24 აპრილს გადადგა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი დაინიშნა.

ანქვაბი 2011-2014 წლამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს სახალხო კრების დეპუტატი გახდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კი ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბს ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთის ახალი, დე ფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას ინაუგურაცია გუშინ, 23 აპრილს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი