ახალი ამბები

ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს კაცი დაჭრეს

24 აპრილი, 2020 • 886
ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს კაცი დაჭრეს

23 აპრილს, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თვითმხილველებმა განმარტეს, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავდმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ საღამოს შეიყვანეს, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით კეფის, გულმკერდის და მუცლის არეში. ორჟონიას თქმით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ამ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი