ახალი ამბები

20-მდე ექიმი და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული – მინისტრი

23 აპრილი, 2020 • 951
20-მდე ექიმი და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსული ინფექციით 20-მდე ექიმი და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული საქართველოში. რაც შეეხება ჯარს, მინისტრის თქმით, არმიაში კორონავირუსის შემთხვევბი არ დაფიქსირებულა.

ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, რა ვითარებაა იმ ჯგუფებში, სადაც აგრესიული ტესტირება მიმდინარეობს.

“სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომების დანერგვაზე, მიმდინაროებს ტრენინგები”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ის, რომ ამ ჯგუფებში ინფიცირების შემთხვევები იქნებოდა, მოსალოდნელი იყო და ამიტომ შეიქმნა ალგორითმი, რომელმაც განსაკუთრებული რისკჯგუფები გამოყო ტესტირების აუცილებლობის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ ამ ჯგუფებში ინფიცირებულებს დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი, რაც “ყურადსაღები და სამომავლოდ გასათვალისწიენებლია”. მინისტრის განმარტებით, ყველა ინფიცირებული მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი