BBC-ის ინფორმაციით, გაურკვეველია, გამოიწვია თუ არა რაიმე ზიანი ირანში ჩამოვარდნილმა რაკეტებმა.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ დაზიანდა რამდენიმე შენობა და შესაძლოა დაზიანდნენ სამოქალაქო პირებიც.
გაურკვეველია, თუ ირანის რომელ რეგიონში ჩამოვარდნენ რაკეტები. რუსული ფლოტი, საიდანაც რაკეტები გაუშვეს, კასპიის ზღვაშია განლაგებული, რაც, CNN-ის ცნობით, იმას ნიშნავს, რომ სირიის მიმართულებით ფრენისას მათ ირანი და ერაყი უნდა გადაკვეთონ.
CNN წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების ჩამოვარდნას უარყოფს.
ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მათ ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 11 სამიზნის მიმართულებით 26 რაკეტა ისროლეს.