ნეტგაზეთი | სომხეთში სამკერვალოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქალი მუშაობის უფლებას მოითხოვს სომხეთში სამკერვალოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქალი მუშაობის უფლებას მოითხოვს – Netgazeti

სომხეთში სამკერვალოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქალი მუშაობის უფლებას მოითხოვს

კორონავირუსის გამო  სომხეთში, ვანაძორში დაკეტილი სამკერვალო საწარმო “გლორიას” თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მიზანი სამსახურში დაბრუნების მოთხოვნა იყო.

სომხური მედიის ცნობით, აქციაზე 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქალი გავიდა. პოლიციამ მათი დიდი ნაწილი კარანტინის პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა.

სამკერვალოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და მუშაობის შეჩერების გამო, ხელფასები აღარ ერიცხებათ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უკიდურესად მძიმედ აისახება.

გამოცემა epress.am-ის წყაროს ინფორმაციით, სამკერვალოს თანამშრომლების აქცია თავად სამკერვალოს დირექტორმა დაგეგმა, თუმცა კამერების წინ ქალებს დაშლისკენ მოუწოდა.

COVID-19-ის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მაისის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი