#Georgia‘s progress on reforms is “right on track” – #NATO SG http://t.co/SvsQNdLOV7 #DefMin pic.twitter.com/Ok0N6yyDTx
— NATO (@NATO) October 8, 2015
უწყების ინფორმაციით, ნატოს მინისტერიალის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით საუბრისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს სწორ გზას ადგას:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბრის მინისტერიალზე შეიმუშავებენ გზებს და საშუალებებს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო მისებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილი შესაბამისად იქნება აღქმული. ურთიერთობები სწორი მიმართულებით ხორციელდება და საქართველო ნამდვილად სწორ გზას ადგას. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც თქვენი ქვეყანა და ალიანსი ერთობლივად ვაღწევთ,“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა.
„ვფიქრობ, ვისაც ობიექტურობა ოდნავ მაინც აქვს შერჩენილი, ყველა ძალიან კარგად დაინახავს, როგორ არის გამქრალი საქართველო ნატოს რადარიდან. როდესაც იენს სტოლტენბერგი ნატოს მინისტერიალის პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში საქართველოზე საუბრობს და ორჯერ ახსენებს ჩვენს ქვეყანას, ეს, ჩემი აზრით, ბევრ რამეს უსვამს ხაზს. პირველ რიგში, ეს მიუთითებს გენერალური მდივნის პირად დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ტიპის ურთიერთობებში. მისთვის საქართველო არის ერთერთი პრიორიტეტული ქვეყანა. ეს ამბები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ ხდებადა და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ვარშავის სამიტისთვის. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. პროგრესი, რომელსაც საქართველო დღითიდღე აჩვენებს ალიანსს, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოიხატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებში. ეს იყო პირველი სხდომა, რომელიც მსჯელობდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ვარშავის სამიტის კონტექსტში, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მივიღეთ სრული და უალტერნატივო მხარდაჭერა. ახლა უკვე ველოდებით ამ პროცესის გაგრძელებას 2016 წლის ზაფხულში – ვარშავაში, როდესაც ჩვენ წარვადგენთ არსებითი პაკეტის შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა იყოს მაქსიმალისტური. ყველა პუნქტი და დებულება, რომელიც პაკეტში ეწერა, საქართველოს მიერ შესრულებული და დასრულებული იქნება,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დღეს, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში ჩატარდა. კომისიას ნატოს გენერალური მ…
Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Thursday, October 8, 2015
საქართევლოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, NATO-საქართველოს კომისია წარმოადგენს NATO-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს NATO-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.