22 აპრილის 20:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 416-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ze განახლდა. მათ შორის, 107-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 ადამიანი, 579 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 5 ადამიანი.