ახალი ამბები

დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, მაგრამ დისტანციის დაცვით – NCDC

22 აპრილი, 2020 • 1250
დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, მაგრამ დისტანციის დაცვით – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ღია სივრცეებში რისკი შემცირებულია.

თუმცა, ზახაშვილის თქმით, გარეთ სერინობისას ადამიანებმა უნდა დაიცვან დისტანცია – რაც მეტი, მით უკეთესი.

“გაჩნდა რაღაც ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით აქცენტირებული იყო გარე აქტივობებზე, როგორიცაა სირბილი ან ველოსიპედით გადაადგილება. იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ შეიძლება სირბილის ან ველოსიპედით გადაადგილების დროს დაცვის დისტანცია უფრო მეტი იყოს საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ ღია სივრცეში არის რეკომენდებული. თუმცა ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმისა, რომ გარეთ სეირნობას ან ჰაერზე ყოფნას ზარალი მოუტანია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და გამხდარიყო კოვიდის გავრცელების ინტენსიური წერტილი, ჯერჯერობით მე არსად წამიკითხავს”, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, გარეთ სეირნობის გარეშე, ალბათ, ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ.

“ეს აუცილებელი და საჭიროც არის. დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციოთ, რომ დისტანცირებული იყოთ თქვენ და თქვენი შვილები. შეარჩიეთ მშვიდი, წყნარი გარემო და ჯგუფებად არ ისეირნოთ”, – დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი