როგორც საიტზე წერია, დანისლული ნაწილაკები, როგორც წესი, წითელი ან ნაცრისფერია, მაგრამ მათმა ცისფერმა ნათებამ მიიპყრო მისია “ახალი ჰორიზონტის” მეცნიერების ყურადღება:
“ეს გასაოცარი ცისფერი შეფერილობა ნისლის ნაწილაკების ზომასა და სტრუქტურაზე გვეუბნება ბევრ რამეს. ცისფერი ცა ხშირ შემთხვევაში წარმოიქმნება მზის სხივების პატარა ნაწილებად მიმოფანტვისგან. დედამიწაზე ის პატარა ნაწილები არის ძალიან მცირე ზომის ნიტროგენული მოლეკულები, პლუტონზე კი ისინი უფრო დიდი ზომისანი არიან, – მაგრამ მაინც შედარებით პატარები – გაჭვარტლული ნაწილაკები, რომლებსაც ტოლინს ვეძახით.”

მეცნიერებს სჯერათ, რომ ტოლინის ნაწილაკები ფორმირდებიან მაღალ ატმოსფერულ წნევაში, როცა ულტრაიისფერი მზის სხივები თავისუფლდებიან და აზოტისა და მეთანის მოლეკულების იონიზირებას ახდენს და უარყოფითად და დადებითად დამუხტულ იონებს ერთმანეთში რეაქციაში შესვლის უფლებას აძლევს. რეკომბინირების შემდეგ ისინი კომპლექსურ მაკრომოლეკულებად ყალიდებებიან. ეს პროცესი პირველად სატურნის მთვარის ტიტანის უმაღლეს ატმოსფეროში გამოვლინდა. ბევრი კომპლექსური მოლეკულა აგრძელებს კომბინირებასა და გაზრდას მანამ, სანამ პატარა ნაწილაკებად არ გადაიქცევა. აქროლადი გაზები სქელდებიან და ფარავენ თავიანთ ზედაპირს ყინულით, სანამ მათ აქვთ დრო ჩამოვარდნენ ატმოსფეროდან ზედაპირზე, სადაც ისინი პლუტონს სიწითლეს მატებენ.

“ახალი ჰორიზონტის” მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი პლუტონზე გაყინული წყლის პატარა მიდამოების არსებობაა.
“გაოცებული ვარ იმით, რომ გაყინულ წყალს ასეთი წითელი ფერი აქვს. ჩვენ ჯერ ვერ გაგვირკვევია, ერთმანეთთან რა ურთიერთქმედებაში არიან პლუტონის ზედაპირზე არსებული გაყინული წყალი და მოწითალო ფერის ტოლინები.”
