ახალი ამბები

შსს: თბილისის აეროპორტში ბრაზილიიდან შემოტანილი 4კგ–მდე კოკაინი ამოვიღეთ

8 ოქტომბერი, 2015 •
შსს: თბილისის აეროპორტში ბრაზილიიდან შემოტანილი 4კგ–მდე კოკაინი ამოვიღეთ

შსს–ს ინფორმაციით, გამოავლინეს ნარკოტრანზიტის მარშრუტი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 29 წლის ლუნგა მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

“დაკავებულმა ბრაზილიიდან დოჰას გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანა. სამართალდამცველებმა ლუნგა მ-ს ხელბარგის ჩხრეკისას 3 კილოგრამი და 609,66 გრამი კოკაინი ამოიღეს,”– აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეიობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. 

 

შსს-მ 4 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ, მის მიერ გამოვლენილი ნარკოტრანზიტის მარშრუტის გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მორიგი ფაქტი აღკვეთა. აღნიშნულმა განყოფილებამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ლუნგა მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბრაზილიიდან დოჰას გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანა. სამართალდამცველებმა ლუნგა მ-ს ხელბარგის ჩხრეკისას 3 კილოგრამი და 609,66 გრამი კოკაინი ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Thursday, October 8, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი