დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (NCDC) 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობამ 8 375 შეადგინა.
NCDC-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ტესტირებულთა რაოდენობა იზრდება. შედარებისთვის, 21 აპრილს დაახლოებით 2-ჯერ მეტი ტესტი ჩატარდა, ვიდრე 18 აპრილს, რამდენადაც, 18 აპრილს გაკეთდა 332 ტესტი, 21 აპრილს კი – 695.
უკანასკნელი მონაცემებით (22 აპრილი 18:00 საათი), საქართველოს ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 კი – გარდაიცვალა.
