ახალი ამბები

„m² ნუცუბიძეზე“ -საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

7 ოქტომბერი, 2015 • 1973
„m²  ნუცუბიძეზე“ -საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

„m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტურია, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს. მობინადრეებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინები დასრულებული რემონტით ბარდებათ, სადაც ასევე დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.  ბინის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში.

საცხოვრებელ კომპლექსს „m² ნუცუბიძეზე“ მოსახერხებელი მდებარეობა აქვს – კომპლექსი მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზეა და სამი მხრიდან უდგება საავტომობილო გზა. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპორტული მოედნით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. კომპლექსს ასევე აქვს 24-საათიანი დაცვა და  სადარბაზოების დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის მომსახურება, რის  საფასურსაც ახალმოსახლეთათვის ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, „m² ნუცუბიძეზე“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის –  პირველად საქართველოში, შენობაში დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით.

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება” „m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 221 ბინიდან, მხოლოდ 25 ბინა ელის მომავალ მფლობელს.  „m²  ნუცუბიძეზე“  პროექტის მშენებლობისთვის თანხა საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ (IFC) და კანადის მთავრობამ გამოყვეს.

კომპლექსი „m² ნუცუბიძეზე“ დეველოპერული კომპანიის მესამე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო საცხოვრებელ კომპლექსში „იპოდრომი 2“, წინასწარი გაყიდვების პროცესი წარმატებით წარიმართა, „იპოდრომი 2“-ის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.

დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:  www.m2.ge

„m²  ნუცუბიძეზე“ -საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
„m² ნუცუბიძეზე“ -საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი