ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის წევრებს Covid-19-ზე გატესტავენ – Hetq

21 აპრილი, 2020 • 1187
სომხეთის პარლამენტის წევრებს Covid-19-ზე გატესტავენ – Hetq

სომხური მედიაგამოცემა Hetq-ის თანახმად, სომხეთის პარლამენტის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ პარლამენტის წევრებს Covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

პარლამენტის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილემ, ლილიტ მინასიანმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ პარლამენტის თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა და განაცხადა, რომ ტესტირებას აქვს „პრევენციული სახე“.

ლილიტ მინასიანის თანახმად, რამდენიმე პარლამენტარს, რომელიც ყარაბაღში არჩევნების სამეთვალყურეოდ იმყოფებოდა, უკვე ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაუტარდებათ პარლამენტის წევრებს ტესტირება.

21 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1401 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

ჩატარებულია 13929 ტესტი. 609 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 დაიღუპა. დანარჩენები მკურნალობას აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი