ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ოქტობერფესტი წელს არ ჩატარდება

21 აპრილი, 2020 •
კორონავირუსის გამო ოქტობერფესტი წელს არ ჩატარდება

გერმანიაში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, 2020 წლის ოქტობერფესტი აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

ბავარიის ფედერალური მიწის მინისტრ-პრეზიდენტის, მარკუს სოდერის განცხადებით, „უბრალოდ, რისკი ძალიან მაღალია“.

რიგით 187-ე ღონისძიება 2020 წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე უნდა ჩატარებულიყო. NBC News-ის ცნობით, ფესტივალს 6 მილიონი ადამიანი ესწრება ხოლმე.

ორგანიზატორების განცხადებით, იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს ფესტივალს „უფრო გასაოცრად და გაძლიერებულად აღნიშნავენ“, რითიც მოხდება წლევანდელი გაუქმებული ფესტივალის კომპენსირება.


გერმანიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 147 065 შემთხვევა. გარდაიცვალა 4 862 ადამიაინი, ხოლო გამოჯანმრთელდა 95,200.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი