ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია – CNN

21 აპრილი, 2020 • 1251
კიმ ჩენ ინი ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია – CNN

აშშ ამოწმებს სადარზვერვო ინფორმაციას, რომლის თანახმად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოპრაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული წყარო CNN-ს ეუბნება, რომ შტატები ყურადღებით აკვირდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობას. CNN ასევე წერს, რომ 15 აპრილს კიმ ჩენ ინი ბაბუამისის იუბილეს არ დასწრებია, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვები უფრო გააღრმავა. იგი იუბილემდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე, ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე გამოჩნდა. CNN-ს კიდევ ერთი წყარო ეუბნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ნამდვილია, თუმცა, რამდენად სერიოზულად აქვს საქმე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ამის გადამოწმება რთულია.

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემა DK, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე ამბებზე წერს, იტყობინება, რომ კიმ ჩენ ინმა 12 აპრილს კარდიოსისტემასთან დაკავშირებული პროცედურა მართლაც ჩაიტარა. გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამჟამად ერთ-ერთ ვილაში გადის მკურნალობის კურსს. კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს სამხრეთ კორეის ხელისუფლება არ აკეთებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს უთხრა, მათ არ აქვთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, მეტიც- ჩრდილოეთ კორეაში ამ დროისთვის “უჩვეულო” არაფერი შეინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი