მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ “ესეც გარკვეული სანქციაა”, ვინაიდან ქართულმა მხარემ თავის კონტრარგუმენტები წარადგინა და “ალბათ ჩვენზე დაიწყება ზეწოლა და აგრესიაში დაგვდებენ ბრალს”. 

 

“ჰააგიდან წერილი მოვიდა, სადაც გვთხოვენ, ბოლოს და ბოლოს, წარვადგინოთ მასალები”, – აცხადებს ბასტრიკინი. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საგამოძიებო კომიტეტის მუშაობის სეროზულ შედეგების იგნორირებას ახდენს, მაგალითად, 2008 წლის მოვლენებისა ოსეთში.

 

“ჩვენ 500 ტომი გამოვიძიეთ. ამ დრომდე არც ერთი საერთაშორისო ინსტანცია ამ საქმით არ დაინტერესებულა. ვცდილობდით შეგვეტანა ჩვენი მასალები. ჩვენ ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს სამხედროთა ქმედებებს საერთაშორისო და სამხედრო დანაშაულად ვაკვალიფიცირებთ”, – ამბობს რუსეთის წარმომადგენელი. 


2008 წლის აგვისტო; ცხინვალი. ფოტო: epa
2008 წლის აგვისტო; ცხინვალი. ფოტო: epa


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიცია
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *