ახალი ამბები

უკრაინაში აღდგომის მსახურებისას კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

20 აპრილი, 2020 • 1510
უკრაინაში აღდგომის მსახურებისას კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

უკრაინაში სამართალდამცავმა ორგანოებმა ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ამდენივე ადმინისტრაციული დარღვევის პროტოკოლი შეადგინეს მოსკოვის საპატრიარქოს ადგილობრივი ფილიალის — უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებზე აღდგომისას კარანტინის წესების დარღვევის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის — არსენ ავაკოვის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა გაავრცელა.

„აღდგომა. უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა და 5 ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინა —  უკრაინაში არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინააღმდეგ“, — წერს იგი.

სისხლის სამართლის საქმეები, „უნიანის“ ინფორმაციით, აღიძრა სვიატოგორსკის, სვიატო-უსპენსკის და პოჩაევსკის სვიატო-პოჩაევსკის ლავრებში.


აქამდე უკრაინაში, კიევის სასულიერო აკადემიაში 19 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. კარანტინშია ჩაკეტილი კიევ-პეჩერის ლავრა, რომელშიც თითქმის 100 ინფიცირებულის შესახებაა ცნობილი.

20 აპრილისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით დაავადების 5,710 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გარდაიცვალა 151, ხოლო 359 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი