თბილოსობა 17–18 ოქტომბერს გაიმართება და მისი ბიუჯეტი 977 ათასი ლარი იქნება,.
” ძირითადი აქცენტი და პათოსი თბილისის, როგორც ეკოლოგიურად მდგრადი და სუფთა ქალაქის კონცეფციაზე იქნება და როგორც მწვანე ქალაქზე იქნება ძირითადი აქცენტი აღებული,”–განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.
დავით ნარმანია ასევე განმარტავს, თუ რატრომ გაიზარდა თბილისობის ბიუჯეტი.
“თბილისობის ჯამური ბიუჯეტი 977 ათას ლარს შეადგენს. კონკრეტული ღონისძიებების მიხედვით არის გაწერილი დეტალურად ბიუჯეტი. წელს დაემატა ღონისძიებები გამომდინარე იმ კონცეფციებიდან, რაც მივიღეთ ჩვენ კონკურსის შედეგად და ძირითადად ამან გამოიწვია ბიუჯეტის ზრდა. ასევე, ცალკეული მომსახურებების ფასები გასული წელთან შედარებით არის გაზრდილი და ესეც არის ბიუჯეტის ზრდის განმაპირობებელი,”