ახალი ამბები

ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა

20 აპრილი, 2020 • 2365
ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ ტელეარხი დატოვა. სამსახურის დატოვების შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუკზე.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზები, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ნეტგაზეთი შეეცდება ამის გარკვევას.

ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” მუშაობა ნიკა გვარამიას დირეტორობის დროს დაიწყო, მოგვიანებით კი ამავე ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა ჟურნალისტები.

“რუსთავი 2-დან” გათავისუფლებიდან მალევე ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” დააფუძნა, სადაც “კურიერის” მთავარ სახეებთან ერთად ნოდარ მელაძემაც დაიწყო მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი