ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

5 ოქტომბერი, 2015 •
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

დავით დვალი სულხან ქობულაძის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. 

 

“სრული სიცრუეა ჩემი მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ეს არის ბლეფი, მოგონილი ავანტიურა და ცრუ დასმენა,”– განაცხადა მან. 

 

დავით დვალის განცხადბით, ის შეიჩერებს უფლებამოსილებას იმ დრომდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

 

“გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი თანამდებობრივი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ დარჩეს ვინმეს განცდა იმისა, რომ მე შეიძლება ჩემი სტატუსი გამვიყენო ბოროტად და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, ან მავანთ რომ არ ქონდეს აღნიშნულით ხელოვნურად აპელირების საშუალება, მე მივიღე გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულდება,”– განაცხადა დვალმა. 

 

დავით დვალი ამბიბს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ პერიოდში მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.

 

 



საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება.პირველ რიგში მინდა თამამად ვთქვა, რომ ვინც მე მიცნობს, და საბედნიეროდ ამ ქალაქში ძა…

Posted by ქალაქ ქუთაისის საკრებულო on Sunday, October 4, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი