საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, 19 აპრილის მონაცემების თანახმად, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა Covid 19-ის გავრცელების პირობებში, ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე.
„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა თელ-ავივი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 151 მოქალაქე,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე.
აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.