ახალი ამბები

თურნავა: შემდეგი კვირიდან შევამოწმებთ კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტით ვაჭრობდნენ

17 აპრილი, 2020 • 1136
თურნავა: შემდეგი კვირიდან შევამოწმებთ კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტით ვაჭრობდნენ

საქრთველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მომავალი კვირიდან იმ კომპანიების მონიტორინგს დაიწყებს, რომლებიც ონლაინ ვაჭრობით იყვნენ დაკავებული.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობა რეგულაციების შერბილების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ გზით ისინი მოკლე ვადაში შეძლებენ ეკონომიკური საქმიანობის განახლებას:

“გათვალისწინებით იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და იმ ვითარებისა, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად შევდივართ კრიტიკულ ვითარებაში, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, ვინც დროებით შეჩერდა.

სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მათი მონიტორინგი, გადამოწმება უსაფრთხოების სტანდარტებზე იმისთვის, რომ როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, შევარბილოთ ზომები და ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს ამისთვის მზად და დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს შემოწმებისთვის. ერთ-ერთი პრიორიტეტი იმ მომენტისთვის, როცა დავიწყებთ ეკონომიკის ამოქმედებისთვისი, ქნება ონლაინ ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყეთ ონლაივ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმება”, – ამბობს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი