ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროები ყირიმიდან აფხაზეთში COVID-19-ის გამო არ მოდიან – სოხუმი

17 აპრილი, 2020 •
რუსი სამხედროები ყირიმიდან აფხაზეთში COVID-19-ის გამო არ მოდიან – სოხუმი

აფხაზური მხარის, კერძოდ კი, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერის, როლანდ ჯოჯუას განმარტებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ მეშვიდე სამხედრო ბაზაზე საკუთარი გეგმის ფარგლებში, სასწავლო მიზნებით ჩამოდიან.

“ჩვენ ვიცოდით, რომ მათთან ბაზაზე სწავლებები იმართება”, – ამბობს ჯოჯუა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არა რუსული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები კორონავირუსთან ბრძოლაში აფხაზეთის დასახმარებლად მოდიან, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს:

“თუკი აფხაზეთს, ან ჯანდაცვის სამინისტროს, ან რომელიმე უწყებას დასჭირდება ასეთი დახმარება, ისინი გაუწევენ ამ დახმარებას დეზინფექციის კუთხით, საკუთარი სწავლებების პარალელურად, რა თქმა უნდა”.

დღეს, 17 აპრილს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა შესაბამის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყირიმიდან რუსი სამხედროები აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად მოემართებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი