ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროები ყირიმიდან აფხაზეთში გადაჰყავთ – Interfax

17 აპრილი, 2020 • 1627
რუსი სამხედროები ყირიმიდან აფხაზეთში გადაჰყავთ – Interfax

რუსული მხარის ცნობით, აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ყირიმში მყოფი რუსი სამხედროები აფხაზეთში ჩავლენ. ინფორმაციას რუსული სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამჟამად სპეციალური ავტომობილების 13 კოლონა, მათ შორის სადეზინფექციო მობილური კომლექსებით და სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკით, ყირიმის ნახევარკუნძლიდან აფხაზეთისკენ მიემართება.

დღესდღეობით აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების სამი დადასტურებული შემთხვევაა.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი აფხაზურ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი