ახალი ამბები

სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილება არ ეკრძალებათ – საპატრიარქო

17 აპრილი, 2020 • 4940
სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილება არ ეკრძალებათ – საპატრიარქო

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

“გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს, 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”, – აცხადებს საპატრიარქო.

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება

მასალების გადაბეჭდვის წესი