აქციის მონაწილეებმა შეკრების დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ფოტოსურათები და პლაკატები გამოიტანეს.
“ერევანში უკვე მეხუთე წელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება, თუმცა ამ დრომდე ამ თარიღმა სახელმწიფო მნიშვნელობა ვერ შეიძინა” – განუცხადა კავკაზსკი უზელს კოალიციის წევრმა, ნვარდ მარგარიანმა.
მისი თქმით, სომხეთში არსებობს პრეცედენტები, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი ტრავმებისგან ან სუიციდის შედეგად იღუპება.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტის მიხედვით, სომხეთში როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის თავშესაფრები აშენდება, თავად მოძალადესთან კი გარკვეულ სამუშაოებს ჩაატარებენ.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |