“ძმებო და დებო, ჩემი ღრმა რწმენით, არავის არ შესწევს ძალა გადაწეროს ისტორია და ამოშალოს ჩვენი საერთო წარსული. ყველა ცდა, რომელიც მიმართული იქნება ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენი ერების დაშორებისაკენ, იქნება წარუმატებელი.
თქვენ ისარგებლებთ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც მოიტანს საქართველოს მზარდი ეკონომიკა და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით.
ისტორიული კანონზომიერება მოითხოვს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს. იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი კეთილდღეობის თანაზიარი გახდებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს.






