ახალი ამბები

ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ, მრევლის გარეშე ჩატარდეს

16 აპრილი, 2020 • 903
ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ, მრევლის გარეშე ჩატარდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის დაპირებისა, სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესიაში მისული ადამიანების დაინფიცირების რისკები არის, რადგანაც ტაძარში 9 საათი უნდა გაატარონ.

მინისტრი ამბობს, რომ ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით მთავრობას დადებითი დინამიკა აქვს და არ გამორიცხავს, წირვა ონლაინ რეჟიმში, მრევლის გარეშე გაიმართოს:

“საფრთხე რჩება, მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, ვინაიდან ცხრა საათის განმავლობაში იქნებიან ტაძარში და დროის ეს მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალია, საკუთარი ჯანმრთელობის და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გმაომდნარე, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს” ,– თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

თუმცა საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესია სააღდგომო რიტუალთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად. ამის შესახებ 15 აპრილს, საღამოს  საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააღდგომო რიტუალი მრევლთან ერთად ჩატარდება და მორწმუნეებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, ტაძრებში მივიდნენ 21:00 საათამდე და დატოვონ ეკლესიები დილის 06:00 საათზე – ანუ არ დაარღვიონ კომენდატის საათი. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით ეკლესია ხელისუფლებასთან შეთანხმდა.

მისი თქმით, დიდ ტაძრებში სააღდგომო რიტუალის დროს დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, ხოლო პატარა ზომის სამლოცველოებში საპატრიარქოს რეკომენდაციაა, რომ მრევლი იყოს გარეთ, ეზოში.

დიდ ეკლესიებში დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში, მხოლოდ სასულიერო პირები —მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი