ახალი ამბები

რატიანი: ღლიცინს თუ გავაგრძელებთ, ექიმები ამას ვერ აუვალთ

16 აპრილი, 2020 • 1429
რატიანი: ღლიცინს თუ გავაგრძელებთ, ექიმები ამას ვერ აუვალთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ მოსახლეობა შინ დარჩენის რეკომენდაციას მკაცრად არ შეასრულებს, ქართველი ექიმები დაავადებას ვერ გაუკმკლავდებიან:

“ამ ვირუსის შესახებ არც მე ვიცი ბოლომდე და არცერთმა წამყვანმა ინფექციონისტმა არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ერთადერთი, რაც ვიცით ვირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ არის, რომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფიზიკური დისტანცია, რომ დროში გაიწელოს ეს ყველაფერი, არ გავხდეთ ინფიცირიებული და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. თუ გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლოება, სამწუხაროდ ,აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ნამდვილად ქართველი ექიმები.

დადგება მომეტი, რომ ექიმი ქვყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ყველას ვთხოვ, ეს, იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიკავოთ ერთმანეთისგან. სამი შვილი მყავს, თვენახევარია ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ” ,- ამბობს რატიანი.

მისი თქმით, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები მართვითი სუნთქვის აპარატებს არიან მიჯაჭვული იმის გამო, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთის ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდნენ:

“ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვნები მიჯაჭვულები არიან ვენტილაციას. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის და ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია, დავიჭერთ, თუ ყველა სახლში დავსხდებით”, – ამბობს რატიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი