ახალი ამბები

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი: გადასახდელების მესამედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის

1 ოქტომბერი, 2015 • • 1095
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი: გადასახდელების მესამედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის

სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით გათვალისწინებულია 255 მილიონი ლარი და აქედან 125 მილიონს გრანტის სახით ევროკავშირი გამოყოფს სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად.

 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით 57 მილიონი ლარითაა გაზრდილი შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი და დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონამდე ლარს შეადგენს. ანაზღაურების ზრდა ძირითადად განპირობეულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების დასაფინანსებლად, ვინაიდან გასულ წლებში ეს უწყება ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა, რაც შეიცვალა. ასევე, 20- მილიონიანი ზრდა განპირობებულია ცესკოს თანამშრომლების ხელფასებისთვის, ვინაიდან 2016 წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულად პროგრამებად გამოყოფილია ხელმისაწვდომი ხარისხსიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 765 მილიონიდან 3 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე იზრდება (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). ზრდა შეეხება მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამას (2 მლრდ 183 მლნ ლარი), საპენსიო ზურუნველყოფის პროგრამას (1 მლრდ 480 მლნ ლარი), მოსახლეობის საყოვლეთაო ჯანმრთელობის დაცვას (570 მილიონი ლარი). 

 

განათლების სამინისტროს დაფინანსება 841-დან 905 მილიონ ლარამდე იზრდება. ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ სექტემბრიდან გაიზარდა პედაგოგთა საბაზო ხელფასები, რაც 2016 წლის აპრილიდან კიდევ გაიზრდება 405 ლარამდე.

 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოყოფილი – თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ამ კუთხით გამოყოფილია ნატოსთან ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელება, პატიმართათავის პენიტენციურ სისტემაში ღირსეული პირობების შექმნა და ა.შ. თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 670 მილიონი ლარი, რაც წინა წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 331 ათასი ლარით ნაკლებია.

 

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (526.6 მლნ ლარი), წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას (170.6 მლნ ლარი), ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ა.შ. რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 950 მილიონი ლარი.

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულლობა 2016 წლის ბოლოსთვის განისაზღვრება არაუმეტეს 14 582.5 მლნ ლარით, აქედან საგარეო ვალი – 11 578.8 მლნ ლარი და საშინაო ვალი – 3 003.7 მლნ ლარი.

 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წლისთვის ნომინალური მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია.

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით თითქმის იდენტურად ფინანსდება სხვა სამინისტროების და სსიპ-ები, როგორც ეს იყო გასულ წელს. მათ შორის, ანალოგიურად 25 მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს საპატრიარქო.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვას პარლამენტი ოქტომბერში დაიწყებს, რომელიც დამტკიცებამდე რამდენჯერმე განიცდის კორექტირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი