სამხედრო აღლუმში, რომელიც სოხუმში გაიმართა, მონაწილეობა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის სამხედრო ბაზის წევრებმაც მიიღეს.
“დღეს ჩვენ ოცდამეორად ვზეიმობთ ჩვენს უდიდეს და წმინდა დღესასწაულს – აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს. ვართ გახარებული და ამაყი იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის უდიდეს ოცნებას მივაღწიეთ. მსხვერპლისა და ჩვენი ხალხის მიერ გამოვლილი ცხოვრების მიუხედავად, ბედნიერი თაობა ვართ იმიტომ, რომ გვაქვს საშუალება საკუთარი სახელმწიფო ავაშენოთ”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ, აფხაზეთის პრეზიდენტმა.
აფხაზეთს გამარჯვების დღე წერილობითი ფორმით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.