ახალი ამბები

მახინჯაურში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი შეეჯახა

30 სექტემბერი, 2015 •
მახინჯაურში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი შეეჯახა


„ბათუმელების“ ცნობით, რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში 6 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის შედარებით მძიმედ არის ერთი, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული, დანარჩენებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. 


 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი