როგორც შსს–ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ცხედარი 23 აგვისტოს ფონიჭალის ტერიტორიაზე იპოვნეს, ჩაუტარდა ექსპერტიზა, დნმ ანალიზი და ამის შედეგად მოხდა მისი იდენტიფიკაცია.
13–14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ 2–ს ეძებენ. წყალმოვარდნამ მნიშვნელოვნად დააზიანა გმირთა მოედნისა და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ასევე დაიტბორა და დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველთა ნაწილი დაიხოცა, ნაწილი კი სნაიპერებმა მოკლეს. ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა 17 ივნისს 1 ადამიანი ემსხვერპლა.