“მივიღე გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმად, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, ჩემი დავალებით აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება. ახალი სრულიად სადუმლო ბრძანაება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს, როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების კონტროლსა და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდენა ეფექტური კონტროლის ქმედითი სისტემა”, – განაცხადა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.