ახალი ამბები

უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირებულთა ტრანსპორტირებისთვის კაფსულა შექმნეს

15 აპრილი, 2020 • 1196
უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირებულთა ტრანსპორტირებისთვის კაფსულა შექმნეს

უკრაინაში, პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში, სპეციალური კაფსულა შექმნეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი.

კაფსულა ჰერმეტულია, თუმცა აქვს სპეციალური განყოფილებები ჰაერის მიწოდებისთვის. ეს მოწყობილობა 16 კილოგრამს იწონის და ამჟამად საბოლოო ტესტირებებს გადის, რის შემდეგაც, შესაძლოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გამოიყენონ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა გადაყვანისთვის შემქნილი კაფსულა. ფოტო: პოლტავის ოლქის ადმინისტრაცია

ამასთანავე, კაფუსლაში დამონტაჟებულია სამედიცინო ნიღაბი, ჟანგბადის მიწოდების მექანიზმი, კომპრესორი და ჰაერის ფილტრი. ასევე, კაფსულას აქვს სპეციალური ხელთათმანებიც, რომლითაც, ექიმები კაფსულაში მყოფ პაციენტს საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ.

მსგავსი კაფსულებისმაგვარი მოწყობილობები ინფიცირებულთა გადაყვანისთვის უკვე გამოიყენება, მათ შორის, რუსეთში, სადაც მათ მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტრანსპორტირების მეთოდი არასწორია და სტრესის გამომწევი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი