“ნიკორას” ტრენდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ურუშიძის თქმით, “ნუგეშის” დაბალი ფასები იქნება შენარჩუნებული, ხოლო იქ დასაქმებული ადამიანები ჩვეულებრივად განაგრძობენ კომპანიაში მუშაობას. 


ნიკორას წარმომადგენლების პრესკონფერენცია © გიორგი დიასამიძე
ნიკორას წარმომადგენლების პრესკონფერენცია © გიორგი დიასამიძე


როგორც ურუშიძე აცხადებს, ლარის გაუფასურებას ამ მოლაპარაკებებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია. მისი თქმით, კომპანია ახალი სავაჭრო ობიექტების დამატებასაც აპირებს იმ რეგიონებში, სადაც ჯერ-ჯერობით მათი პროuყქცია არ შედის.


“ნიკორას” ტრენდის აღმასრულებელი დირექტორი განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე “ნუგეშის” წილის 60%-ს ამ კომპანიის დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი ფლობდა. ურუშიძის თქმით, “ნიკორას” ეს შეთანხმება 6.544.500 ლარი დაუჯდა.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *