საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტების შეხვედრა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში გაზაფხულზე დაგეგმილ ვიზიტს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნის ლიდერს საქართველოში დიდი სიხარულით უმასპინძლებს.