გრაფიტის “არა!” საშუალებით, როგორც საინიციატივო ჯგუფის “ვერ გაგვაცურებთ!” წევრები აცხადებენ, გეგმავდნენ მოსახლეობის ინფორმირებას ფრონტ “არა!”-ს მიტინგის შესახებ, რომელიც 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ჯგუფის წევრის, გრაირ მანუკიანის განცხადებით, “პოლიციამ ოპერატიულად იმოქმედა. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯის საქმის კურსში იყო. რამდენიმე გრაფიტის შემდეგ პატრული გამოჩნდა და დაკავებულებს მობილური ტელეფონები წაართვა. ამასთან, ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ მისცა”.
მისივე თქმით, დაკავებულები პოლიციამ უკვე გაათავისუფლა, თუმცა აქტივისტების მიმართ პროტოკოლები შეადგინეს, რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს.
12 სექტემბერს სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმების მოწინააღმდეგეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანი ფრონტის “არას!” შესახებ. ინიციატორი იყო ჯგუფი “ვერ გაგვაცურებთ!”.
| ||||||