ახალი ამბები

უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები ამოქმედდა

14 აპრილი, 2020 • 13430
უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები ამოქმედდა

“ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობისთვის უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები შეიქმნა, რომელიც მუშაობას დღეს, 14 აპრილს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ღია საზოგადოების ფონდი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – 2 911 000. აღნიშნული ცხელი ხაზის საშუალებით მოსახლეობას პირველად სატელეფონო მომსახურებას ასოციაცია „ნდობა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით გაუწევს.

ხანგრძლივი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას მოემსახურება კლუბი “სინერგია”, რომელიც ორგანიზაციის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” ეგიდით იმუშავებს. ინდივიდუალური კონსულტაციის გასავლელად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე – 599 807 021 და 599 807 024.

მოსახლეობის ფსიქო-საგანმანათლებლო წყაროებით უზრუნველყოფისთვის კი შესაბამისი მასალა გამოქვეყნდება ფეისბუკზე არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმაზე – “ღია”. პროექტი განხორციელდება კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების მიერ.

“ღია საზოგადოების ფონდის” ცნობით, აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში ინფიცირების შიშმა, მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდამ და ეკონომიკური კრიზისის შედეგების შიშმა მოსახლეობის დიდ ნაწილში შფოთვა და სტრესი გამოიწვია.

გაიგეთ მეტი ამ პროექტის შესახებ:

მასალების გადაბეჭდვის წესი