ახალი ამბები

ილუსტრირებული წიგნი კორონავირუსზე ბავშვებისთვის

14 აპრილი, 2020 • 2638
ილუსტრირებული წიგნი კორონავირუსზე ბავშვებისთვის

რა არის კორონავირუსი? როგორ ვრცელდება და იკურნება ის? რატომ არის აუცილებელი სოციალური დისტანცია და რა შეიძლება ვაკეთოთ სახლში, თუ მოვიწყინეთ? – ეს ის კითხვებია, რომლებსაც ბავშვები პანდემიისა და თვითიზოლაციის პირობებში მშობლებს ხშირად უსვამენ.

თუმცა, ისევე, როგორც მშობლებისთვის, ბავშვებისთვისაც აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება და, შესაბამისად, კორონავირუსის თანმდევი საფრთხეების მაქსიმალურად შემცირება.

ამისთვის, საქართველოში დაავადებათა კონტროლის კონსულიტრებით, კერძოდ კი ცენტრის დირექტორის – ამირან გამყრელიძისა და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის მხარდაჭერით, სულაკაურის გამომცემლობამ ბავშვებისთვის გამოსცა სპეციალური წიგნი – „კორონავირუსი – ილუსტრირებული წიგნი ბავშვებისთვის“.

სულაკაურის გამომცემლობის მიხედვით, წიგნში განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა ვირუსის წარმოშობა, მასთან ბრძოლის საშუალებები, სოციალური დისტანციის აუცილებლობა და ის, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში- „ილუსტრირებული წიგნი „კორონავირუსი“ 5-9 წლის ბავშვებისათვის გასაგები ენით ხსნის იმ პრობლემას, რომლის წინაშე დღეს მთელი მსოფლიო დგას.

წიგნი უფასოა და მის გადმოსაწერად, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ ბმულს. 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი