ახალი ამბები

უზბეკეთში COVID-19-ით დაავადებულთა შეურაცხყოფა დასჯადი ხდება — RFE/RL

13 აპრილი, 2020 • 1574
უზბეკეთში COVID-19-ით დაავადებულთა შეურაცხყოფა დასჯადი ხდება — RFE/RL

უზბეკეთში კორონავირუსით დაავადებულთა ან/და კარანტინში მყოფი პირების შეურაცხყოფა და მათი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება დასჯადი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ფილიალი ავრცელებს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, ყოფილი პაციენტის ან კარანტინში მყოფის ღირსების შელახვა ან მათი პირადი მონაცემების გავრცელება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საბაბი ხდება და ისჯება ჯარიმით 9 მილიონ სუმამდე (930 აშშ დოლარი).

მეორე დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს, გამოცემის ცნობით, დააჯარიმებენ 22,3 მილიონი სუმით (2330 აშშ დოლარი) ან 300 საათი აუცილებელი საზოგადოებრივი სამუშაოთი ან ორწლიანი გამოსასწროებელი სამუშაოთი.

თუ პირადი მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, გამოცემის ცნობით, დამნაშავეს ელის ჯარიმა 44,6 მილიონი სუმის ოდენობით (4660 აშშ), 360 საათი აუცილებელი საზოგადოებრივი სამუშაო ან თავისუფლების შეზღუდვა ან აღკვეთა 3 წლამდე ვადით.


უზბეკეთის მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის თანახმად, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 896 შემთვევა, გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, გარდაიცვალა 4.

მასალების გადაბეჭდვის წესი