ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესმა აღიარა, რომ დახარჯა 500 მილიონი დოლარი სირიელი მეამბოხეების გაწვრთნასა და იარაღით აღჭურვაში, რათა მათ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ებრძოლათ.
როგორც BBC იუწყება, პირველი 54 გაწვრთნილი მეამბოხე ალ-ნუსრას ფრონტზე გაგზავნეს. ჟან ლოიდ ოსტინმა კანონმდებლებთან საუბრისას განცხადა, რომ მხოლოდ 4-5 ჯარისკაცი იბრძოდა ბოლომდე. დანარჩენმა მეამბოხეებმა კი მთელი საბრძოლო აღჭურვილობა ჩააბარეს.
ამერიკის სამხედრო ოლქის წარმომადგენელი, კოლ პატრიკ რაიდერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი 21-22 სექტემბერს მოხდა. მისი თქმით, სირიელმა მეამბოხეებმა ტერორისტულ დაჯგუფებას აღჭურვილობისა და ტრანსპორტის 25% ჩააბარეს.
აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ივნისში გამოთქვა სირიელი მემაბოხეების გადამზადების სურვილი. მისი განცხადების შემდეგ, რამდენიმე კონგრესმენმა ივარაუდა, რომ იარაღი, რომელსაც აშშ სირიელ მეამბოხეებს გადასცემდა, ამერიკის მტრების ხელში აღმოჩნდებოდა.