ახალი ამბები

მოსკოვში გადაადგილებისთვის მოქალაქეებს ციფრული საშვების აღება მოუწევთ

13 აპრილი, 2020 • 1070
მოსკოვში გადაადგილებისთვის მოქალაქეებს ციფრული საშვების აღება მოუწევთ

მოსკოვში ადამიანების გადაადგილების გასაკონტროლებლად ციფრული საშვების სისტემას აამოქმედებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელება რუსეთში გაიზარდა და საავადმყოფოოებს დიდ ტვირთად დააწვა.

როგორც The Guardian წერს, მოქალაქეები საშვებისთვის იმ ვებგვერდზე გაგზავნიან მიმართვას, რომელსაც აქამდე ავტომობილითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის იყენებდნენ.

საშვების სისტემა, რომელიც ოთხშაბათადიდან ამოქმედდება, The Guardian-ის თქმით, შესაძლოა გაფართოვდეს და გააკონტროლონ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სახლის მიმდებარედ გადაადგილდებიან.

მანამდე, მუნიციპალური მთვრობა გეგმავდა, მოქალაქეებისთვის ე.წ. ბარ კოდები მიენიჭებინა და სახლის დატოვებამდე, ყოველ ჯერზე მოუხდებოდათ, ოფიციალური უწყებებისგან QR კოდი მოეთხოვათ.

ორშაბათს, 13 აპრილს რუსეთში ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსის 2 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში 18 328 შეადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში COVID-19ით 18 ადამიანი დაიღუპა, მთლიანობაში –  148.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი