ახალი ამბები

უკრაინამ რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები აუკრძალა

26 სექტემბერი, 2015 •
უკრაინამ რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები აუკრძალა

ბიბისის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით განცხადება  უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენიუკიმმა 25 სექტემბერს გააკეთა.

”რუსულ თვითმფრინავებს რუსული სამფერი დროშით არაფერი ესაქმებათ უკრაინის აეროპორტებში.” – თქვა მან.

 

აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 2015 წლის 25 ოქტომბერს შევა და რუსეთის ორ მთავარ ავიაკომპანიას, აეროფლოტსა და ტრანსაეროსაც შეეხება.

 

ამ აკრძალვის მიზეზად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისია.  

 

შეგახსენებთ, რომ  19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა რუს პოლიტიკოსებთან ერთად მოინახულა ყირიმი და იქ 3 დღე დაჰყო. უცხოური პრესა ამ ქმედებას აფასებს, როგორც პუტინის მიერ თავისი ძალის დემონსტრირებას.

 

”ყირიმის ბედი აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ გადაწყვიტა. მათ სურდათ რუსეთთან გაერთიანება. სულ ეს არის,” – განაცხადა პუტინმა ყირიმში ყოფნისას.

 

ავიამფრენების აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინა ადეკვატურ საპასუხო რეაქციას უნდა ელოდოს. პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პეშკოვმა კი უკრაინის ეს გადაწყვეტილება ”კიდევ ერთ სიგიჟედ” შერაცხა.

 

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული დაახლოებით 8,000 ადამიანი შეეწირა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისს. კიევი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი რეგურალურად სხამს ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. თავად რუსეთი ამას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ რუსი ”მოხალისეები” აჯანყებულთა გვერდით იბრძვიან.

მამაკაცი უკრაინის დროშით  © EPA
მამაკაცი უკრაინის დროშით © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი